"Vk mho cucumber"– დიმიტრი მედვედევს ტვიტერი გაუტეხეს
რუსეთის პრემიერ–მინისტრის, დიმიტრი მედვედევის ტვიტერის ექაუნთი გატეხეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის მთავრბის პრესსამსახურმა გაავრცელა და განაცხადა, რომ ანგარიშზე კონტროლი მალევე აღდგა. ხაკერებს მედვედევის ანგარიში ადრეც გაუტეხავთ. ამჯერად კი მის ტვიტერის გვერდზე უცნაური წარწერები გამოჩნდა: "Hop cc very very very hubby cheers cheers her very vav chi hi" და "Vk mho cucumber uovunpniophvoui".

დიმიტრი მედვედევს ინგლისურენოვანი ექაუნთი აქვს. იქ რუსული ანგარიშის თარგმანები იდება. 12 ივნისს კი გამოჩნდა ორი ინფორმაცია რუსეთში ერაყის ელჩის ჰაიდარ მანსურ ჰადის პუბლიკაციის ქვეშ ლათინური ასოების უცნაური ნაკრებით. მოგვიანებით ეს ტვიტები წაშალეს.



როგორც გითხარით, ეს მედვედევის ტვიტერის
გატეხვის პირველი შემთხვევა არ არის.

მედვედევი ინტერნეტ ურთიერთობების და სოციალური ქსელების სიყვარულით არის ცნობილი.

პირველად მისი ანგარიში 2014 წელს “ანონიმური ინტერნაციონალის“ ჰაკერებმა გატეხეს და მიკრობლოგში დაწერეს სტატუსიები: “ გადავდექი. მრცხვენია მთავრობის ქმედებების გამო“, “არ ხარ მართალი ვოვა! დიდი ხანია მინდოდა მეთქვა.“ და ა.შ. მაშინ ჰაკერების პუბლიკაციების აღსაკვეთად მედვედევის პრეს სამსახურს ერთი საათი დასჭირდა.
Print
ბოლო სიახლეები