პუტინმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს
რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც კრემლის წარმომადგენელი ამბობს, ინიციატორი უკრაინული მხარე იყო.

“განიხილებოდა უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში სიტუაციის დარეგულირების საკითხები და ერთობლივი სამუშაო ორვე მხრიდან დაკავებული პირების დასაბრუნებლად. “– ამბობს პესკოვი.

მისი თქმით, გარდა ამისა განიხილა ნორმანდიულ ფორმატში კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობა. მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ საკითხზე ექსპერტების დონეზე გაგრძელდეს უშაობა.

ზელენსკის პრეს სამსახურმა სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა. პრეს სამსახურის ცნობით მთავარი საკითხი დატყვევებული სამხედრო მეზღვაურების გათავისუფლება იყო.

ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში აპრილში გაიმარჯვა. სხვა ქვეყნების ლიდერებისგან განსხვავებით პუტინს მისთვის გამარჯვება არ მიულოცავს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ მოსკოვს სურს ზელენსკის მუშაობის შედეგებს დაელოდოს.
მას შემდეგ პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს არ შეხვედრიან, არც ტელეფონზე უსაუბრიათ და არც წერილები მიუწერიათ. ივნისის დასაწყისში პუტინმა უკრაინის პრეზიდენტზე თქვა: “არ ვიცნობ ამ ადამიანს. ის კარგი სპეციალისტია იმ სფეროში, სადაც აქამდე მუშაობდა – კარგი მსახიობია. თუმცა ერთი საქმეა ვინმეს თამაში, მეორეა იყო ვინმე. “
Print
ბოლო სიახლეები