ჰარი პოტერის პირველი გამოცემა 34,500 დოლარად გაიყიდა
ჯოან როულინგის წიგნის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველი გამოცემის ეგზემპლარი Hansons-ის აუქციონზე 34,5 ათას დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN- ი ავრცელებს.

1997 წელს გამოცემულ წიგნში 2 სარედაქციო შეცდომაა. მეპატრონეს წიგნი 20 წლის განმავლობაში თაროზე ედო, თუმცა მას შემდეგ, რაც სახლის გასარემონტებლად ფული დასჭირდა, თავისი ბიბლიოთეკის გაყიდვა გადაწყვიტა.

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა,“ რომელიც 1997 წელს 1,20 დოლარი ღირდა, აუქციონზე  კოლექციონერმა 34,5 ათას დოლარად შეიძინა. კოლექციონერის სახელი და გვარი უცნობია. 


"ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" სარედაქციო შეცდომა ერთ-ერთ გვერდზეა. როდესაც ჰარი მრუდე ქუჩაზე ჰოგვორტსისთვის საჭირო აღჭურვილობას ეძებს  ჩამონათვალში ჯოხი (Wand) ორჯერ მეორდება. 

Print
ბოლო სიახლეები