ნიდერლანდების პრინცესა კრისტინა გარდაიცვალა
ნიდერლანდების პრინცესა კრისტინა კიბოს შედეგად   გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამეფო ოჯახი ავრცელებს.

72 წლის პრინცესა  ჰააგაში, საკუთარ სასახლეში გარდაიცვალა. მძიმე დიაგნოზი მას რამდენიმე წლის წინ დაუსვეს.სამეფო ოჯახის ინფორმაციით, ის ძვლის კიბოს დიაგნოზით იტანჯებოდა.

კრისტინა პრინც ბერნარდის და პრინცესა უმცროსი ქალიშვილი იყო. პრინცესა კრისტინამ საზოგადოების ყურადღება იმით მიიქცია, რომ მან ტახტის პრეტენდენტობაზე ახალგაზრდობაშივე უარი თქვა.

პრინცესას  დაკრძალვის ცერემონია ნორდეინდეს სასახლეში გაიმართება და ის საჯარო არ იქნება. ცერემონიას ოჯახი და ახლო მეგობრები დაესწრებიან.
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა