მშობიარე იტალიელ ქალს ავტობუსი დაატოვებინეს და დააჯარიმეს
ინციდენტი იტალიის ქალაქ ნეაპოლში ერთი კვირის წინ მოხდა, თუმცა ბოლო დღეებში გახმაურდა. იტალიელი ქალი ცხრა თვის ფეხმძიმე იყო. ის სასეირნოდ წავიდა, თუმცა გზაში მიხვდა, რომ მშობიარობა ეწყებოდა, ავტობუსში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ წავიდა. ავტობუსში კონტროლიორები ავიდნენ, თუმცა ქალს ბილეთი არ აღმოაჩნდა. ქალი შეეცადა კონტროლიორებისთვის აეხსნა, რომ სამშობიარო ტკივილები დაეწყო და ბილეთის აღება არც გახსენებია, თუმცა კონტროლიორები შეუვალნი აღმოჩნდნენ. მიუხედავად მშობიარე ქალის თხოვნისა და განმარებებისა, ის ავტობუსიდან ჩამოსვეს და ჯარიმა გამოუწერეს. ამის შემდეგ ქალმა საავადმყოფომდე ტაქსით მიაღწია და რამდენიმე საათში გოგონაც გააჩინა.

ახალბედა დედამ გადაწყვიტა 71 ევროს ჯარიმა გაასაჩივროს, რომელიც შეძილება გადაუხდელობის შემთხვევაში გაორმაგდეს. მან ნეაპოლის საქალაქო ტრანსპორტის ოპერატორს მიმართა, თუმცა უთხრეს, რომ “ჯარიმის გასაუქმებლად მის მიერ მოყვანილი გარემოებები ვერ გამოდგება“. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Republica წერს.

Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა