ბრაზილიაში 500 000 ფუტკარი დაიღუპა
2019 წლის პირველ ექვს თვეში ბრაზილიის ოთხ სამხრეთ შტატში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ფუტკარი დაიღუპა. მათ უმრავლესობას ფიპრონილის და ინსეკტიციდის კვალი აღმოაჩნდა. ეს არის პესტიციდები, რომელთა გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია, აშშ–ს გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ კი კლასიფიცირებულია როგორც კანცეროგენული ნივთიერება ადამიანისთვის.

მას შემდეგ, რაც იანვარში პრეზიდენტი ბოლსონარუს უფლებამოსილება შევიდა ძალაში, ბრაზილიაში რეკორდული რაოდენობის 290 სახეობის პესტიციდის გაყიდვა გახდა დასაშვები, რაც 27%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.


გაეროს სასურსათო და სოფლისმეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით ბრაზილიაში პესტიციდების მოხმარება 1990–დან 2016 წლამდე 770%–ით გაიზარდა. ამ პესტიციდების 40% ტოქსიკურია და ევროკავშირში აკრძალულია.

“ფუტკრების დაუღუპვა იმის ნიშანია, რომ ყველანი მოწამლულები ვართ“– ამბობს ბრაზილიის მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალბერტო ბასტოსი.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს სოფლის მეურნეობაში გამოყვენებული პესტიციდებით მოწამვლის 15 000 შემთხვევა აღრიცხა, თუმცა ეს ციფრი სავარაუდოდ ხელოვნურად შემცირებულია.

ბოლსონარუ პრეზიდენტად აგრობიზნესის დიდი მხარდაჭერით აირჩიეს. მან პირობა დადო, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ნებისმიერი იმიკატის მოხმარების უფლებას დააკანონებდა.

Print
ბოლო სიახლეები