“მჭირდება საქართველოს მთავრობის ნებართვა” – სააკაშვილი ამბობს, რომ ემიგრანეტების ჩამოყვანას უზრუნველყოფს

მიხეილ სააკაშვილი მზადაა მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება. ამისთვის მოგვარებულია ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებართვაა საჭირო.  პირველ ეტაპზე 1000 ემიგრანტის  დაბრუნება იგეგმება.

“ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც უკვე არის დანიშნული.

ამიტომ მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან

ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა, რომ შემოუშვას ავიაკომპანია „სკაიაპი”, უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები.. ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და მზად ვართ, გესაუბროთ იმაზე, რომ ისინი ყველა მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას.

მე უკვე ველაპარაკე საქართველოში ბიზნესმენებს..

თორნიკე კოპალეიშვილმა თავისი ორი სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის.. როგორც ვიცი, „მეტეხმა” გადმოგვცა თავისი სასტუმრო კარანტინისთვის, გადასცა მთავრობას კარანტინისთვის, ჩემი სახლი ყვარელში გადმოცემულია, სანდრას სარეაბილიტაციო ცენტრი შემოთავაზებულია.. ჩვენ გვაქვს ასევე უამრავი სხვა შეთავაზება და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ იმაში, რომ ყველა ეს ადამიანი უსაფრთხოდ მოვათავსოთ კარანტინში და არ შევქმნათ არანაირი საფრთხე საქართველოს დანარჩენი მაცხოვრებლებისთვის,

ხალხის მიტოვება არ შეიძლება!

მე დღეს ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ სააკაშვილის ინიციატივა არის კერძო ინიციატივა..

თუნდაც კერძო პირი ვიყო.. დავივიწყოთ, რომ ოდესმე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რაღაცა გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.. კერძო პირების ინიციატივაც უნდა გაიზიაროთ თქვენ ახლა, იმიტომ, რომ თქვენ ეს არ გიჯდებათ არცერთი თეთრი.. გიჯდებათ მხოლოდ ის, რომ უნდა მოგვცეთ ნებართვა – ეს ხალხი შემოუშვათ საქართველოში.. ჯერ 1000 (ათასი) ადამიანი, შემდეგ დამატებით 4000 (ოთხი ათასი) ადამიანი ავიახაზებით და ასევე, ავტობუსებით..

ეს არის ჩემი შემოთავაზებამე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ გავდოთ გვერდზე ყველანაირი განსხვავებები და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს.პოლიტიკა გადავდოთ შემდგომისთვის, ხალხო!აგერ არის კონკრეტული შემოთავაზება – უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და იმედი მაქვს, რომ ახლა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, ან მინიმუმ არ შევუშლით ერთმანეთს ხელს.

არ არის ახლა დრო ნაციონალებად და ქოცებად ქვეყნის გაყოფის.. ეს არის დიდი საერთო უბედურება და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი.ჩვენ ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ ერთმანეთს, ყველამ უსაფრთხოების ყველა ზომა დავიცვათ, მაგრამ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს.ამას ვაკეთებ მთელი გულით და იმედია, თქვენც მთელი გულით მიუდგებით ამ საქმეს.

ყველანი ქართველები ვართ და მოვიქცეთ, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილები და არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.და მაშინ ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი გამოგვივა.”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.