გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა (ვიდეო)

გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზატით მყოფ სომხეთის პრემიე-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წმინდა კავკასიური ჯიშის მეცხვარე ძაღლი აჩუქა.

ფაშინიანმა ,,ფეიბუქზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გახარია მას ძაღლს ჩუქნის.

„ჩემი მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ძვირფასი საჩუქარი, ბონბორი, წმინდა კავკასიური მეცხვარე. ის იქნება ჩვენი მეხუთე ძაღლი კაილოს, დათვის, ამპიკას და მოლის შემდეგ. მადლობა!“- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.