BBC-მ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" თებერვლის თვეში სანახავ 10 ფილმს შორის დაასახელა
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ BBC-ის მიერ თებერვალში რეკომენდებული ფილმების ათეულშია

bbc.culture თებერვალში სანახავ, რეკომენდებული ფილმების ათეულს აქვეყნებს. ათეულში მოხვდა ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

ფილმის მოკლე აღწერაში აღნიშნულია, რომ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებმა საქართველოში ფილმის კინოთეატრებში ჩვენებისას პიკეტირება მოაწყვეს. აქვე მითითებულია, რომ ფილმი აშშ-ში 7 თებერვალს გამოვა, იაპონიაში კი – 21 თებერვალს.
Print
ბოლო სიახლეები