ბრიტანელები აღშფოთებულები არიან.პრინცმა ჰარიმ და მეგანმა სახლის რემონტში 3 მილიონი დახარჯეს
რემონტი, რომელიც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ფროგმორ კოტეჯში წამოიწყეს უკვე დასრულდა და ცოლ–ქმარს სამ მილიონზე მეტი დაუჯდა. არადა თავიდან სამეფო წყვილის წარმომადგენლები რემონტისთვის საჭირო თანხად ამის ნახევარსაც კი არ ასახელებდნენ.
ამ ფაქტმა ბრიტანელები ძალიან აღაშფოთა. რემონტის ფული ხომ სასექსის ჰერცოგმა დად მისმა მეუღლემ დედოფალ ელისაბედ მეორეს სუვერენული გრანტიდან აიღეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან ფორმირდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წყვილმა პირადი ფულიც დახარჯა – მაგალითად ავეჯი, ტექნიკა და ინტერიერის ნივთები საკუთარი თანხებით შეიძინეს.

ინფორმირებული წყაროს განცხადებით, თუ სამეფო ოჯახის წევრი მოინდომებს, მაგალითად იმაზე ძვირად ღირებული სამზარეულო შეიძინოს, ვიდრე სახელმწიფოსგან გამოყოფილი ფულით შეიძენდა, ხარჯებს თვითონ ფარავს.

ანონიმური წყაროს თქმით ფროგმორ კოტეჯი საკმაოდ მყუდრო ოჯახური სახლია. სინამდვილეში ის არც ისეთი დიდია, როგორც ბევრს გონია. სახლში სულ ოთხი ოთახი და ერთი საბავშვო ოთახია.

ვინაიდან შენობა 19–ე საუკუნის ბოლოს არის აშენებული და ძალიან მოძველებულია, წყვილი რემონტის დროს ბევრ სირთულეს წააწყდა. სახურავის საყრდენი ბლოკების და გადახურვის დიდი ნაწილი მთლიანად გამოსაცვლელი აღმოჩნდა. გათბობის სისტემა მოძველებული, არაეფექტური და ეკოლოგიური სტანდარტების შეუსაბამო – ამბობს ინფორმირებული წყარო.

რემონტს დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდა. დარჩა მხოლოდ ბაღის გამწვანებისა და განათების სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ფროგმორ კოტეჯში წყვილი ამ წლის აპრილში, ბავშვის დაბადებამდე გადავიდა საცხოვრებლად. ფროგმორის მამული ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წერვთა რეზიდენციაა. ის მეგანს და ჰარის დედოფალმა ქორწინების შემდეგ აჩუქა. ფროგმორის მამულის ტერიტორიაზეა დედოფალ ვიქტორიას და მისი მეუღლე ალბერტის საფლავები.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა