სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს.ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა
სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს. ფოტოები, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, შვილთან, გორჯესტანთან ერთად ჩანს, სავარაუდოდ სწორედ ლოპატას სასტუმროშია გადაღებული. მასალა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელა.

პრეზიდენტი, ბოლო დღეების განმავლობაში, საჯაროდ არც ერთხელ არ გამოჩენილა და გუგუტიანთკარში არსებული სიტუაციის შესახებ არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია. ბოლო მიმართვა, მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა და აფხაზეთში, აგვისტოს ომის დაწყების თარიღს გამოეხმაურა.


სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი, ლოპოტაზე ისვენებდა. ადგილზე ჩასულ, "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დღეს დაუდასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ნამდვილად ნახეს, თუმცა ამბობენ, რომ მან ადგილზე შვილებს ჩააკითხა.



სასტუმროს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ვიზიტორების შესვლა ტერიტორიაზე ამ დროისთვის აკრძალულია, მაგრამ უკავშირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის დასვენების გამო მიღებულ საგანგებო ზომებს, ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს.
Print
ბოლო სიახლეები