Reformerfitness-ში პოლიცია შევიდა – ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

Reformerfitness–ში, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილება და მუშაობას აგრძელებს, დიდი რაიდენობით სამართალდამცველები შევიდნენ. პოლიცია ამბობს რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ. შსს–ს ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ლაივში ჩანს, რომ პოლიციელები სავარჯიშო ტრენაჟორების აღწერას აწარმოებს.

Reformerfitness ადმინისტრაცია ინფორმაციას ფეისბუქ ლაივის საშუალებით ავრცელებს:

სამართალდამცველები ამბობენ, რომ კლუბი აკრძალულ ეკონომიურ საქმიანობას ახორციელებს და გამოძიება 248-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ლიკვიდაციას, ჯარიმას ან საქმიანობის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

დღეს ობიექტი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა მუშაობას აგრძელებს. გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მან დარბაზი საკუთარ სახლად იქირავა, ამიტომ მოქალაქეებს შეუძლიათ მას ესტუმრონ და უფასოდ ივარჯიშონ.