როცა მასობრივ თავშეყრის ადგილებზე მივდივართ, არ ნიშნავს რომ გმირები ვართ – გიორგი გახარია

როცა ჩვენ მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ან თამამები ვართ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან, პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებს და ჩვენი ოჯახის წევრებს

“როდესაც ჩვენ მივდივართ გარკვეული მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე გმირები ან თამამები ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს გვერდით არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლესა და ოჯახის წევრებს.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.