ინფორმირებული წყაროს ცნობით სახლი აპრილში, ზუსტად ბავშვის დაბადებისთვის იქნება მზად. მეგანმა და ჰარიმ გადაწყვიტეს დამოუკიდებლად აანაზღაურონ დიზაინერის და ფლორისტის მომსახურება. ისინი რამდენიმე ახალი ბუხრის კომპოზიციას შექმნიან, რომელთა დაპროექტება მეგან მარკლის თხოვნით მოხდა.
გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგინიამ დიზაინერებს სთხოვა ბავშვის ოთახის ინტერიერი გენდერული ნეიტრალობის პრინციპით შეექმნათ. პრინცესა განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდა საღებავის შერჩევას – ის ეკოლოგიურად სუფთა ვეგანური ემულსიისგან და ევკალიპტის ზეთისგან შედგება. როგორც ირკვევა, საღებავები როზმარინისა და ევკალიპტის ზეთით ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს და კრეატიულობასაც კი ავითარებს. როგორც წყარო ამბობს მეგანი კატეგორიული წინააღმდეგია ისეთი საღებავების გამოყენების, რომლებიც ფუტკრის ფიჭას და ისეთ მასალებს შეიცავს, რომლებიც ცხოველებზეა ტესტირებული.
უახლოეს მომავალში მეგან მარკლის დედა, დორია რეგლანდი კალიფორნიიდან ლონდონში გადავა, რათა შვილს ბავშვის დაბადებისთვის მოსამზადებლად დაეხმაროს. ოჯახი გეგმავს რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ერთად, აპრილში კი მთლიანად ბავშვისთვის საჭირო ნივთების ყიდვაზე და ძიძის მოძებნაზე გადაერთონ.
“პრინცი ჰარი მოხარულია რომ დარია რეგლანდი მათთან გადადის საცხოვრებლად. მათ კარგი ურთიერთობები აქვთ და ორივეს კარგი იუმორის გრძნობა აქვს “– ამბობს ინფორმირებული წყარო.