როგორ მივხვდეთ, რომ მალე მიგვატოვებენ

 

5 სიგნალი რომელიც მიგანიშნებთ რომ თქვენმა პარტნიორმა დაშორება გადაწყვიტა


ურთიერთობებს ოფიციალურად ვარგისიანობის ვადა არ გააჩნია. ზოგი წყვილი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს ერთად, ზოგი კი ადრე თუ გვიან იშლება. სამწუხაროდ პარტნიორები ხშირად მზად არ არიან ერთმანეთს გამოუტყდნენ, რომ ურთიერთობებმა საკუთარი თავი ამოწურა. ადამიანები ყოყმანობენ, ცვლილებების ეშინიათ და ერთმანეთთან გულახდილად საუბარსაც ვერ ბედავენ. თუმცა არსებობს აშკარა სიმპტომები, რომლებიც მეტყველებს რომ ურთიერთობები დასასრულს უახლოვდება. დღეს გიამბობთ ხუთ მათგანზე, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ პარტნიორი მალე მიგატოვებთ.

{{ARTICLEIMAGE}}

ერთობლივი დასვენება მისთვის პრიორიტეტული აღარ არის

ურთიერთობების დასაწყისში შეყვარებულ წყვილს უნდა ყოველი წუთი ერთად გაატარონ. დროთა განმავლოაში კი ვნება ცხრება, ადამიანებს ძველი გატაცებები და ინტერესები ახსენდებათ და უკვე მშვიდად უყურებენ ცალ–ცალკე დასვენების დღეების გატარების საკითხს. მაგრამ ბედნიერ ურთიერთობებში ერთად გატარებული დროის და დასვენების სიხარული არ ქრება. თუ პარტნიორი სულ უფრო ხშირად გაურბის თქვენთან თავისუფალი დროის გატარებას, შაბათ კვირას და შვებულების დროს კი ურჩევნია დრო მეგობრებთან ერთად გაატაროს, დროა დაფიქრდეთ. ან იქნებ ჯობდეს პირდაპირ კითხოთ. ასე შეიძლება ურთიერთობები გადაარჩინოთ ან დროულად და მშვიდობიანად დაშორდეთ.

იშვიათად გაქვთ ერთმანეთთან გულახდილი საუბრები

იმის მიხვედრა, რომ პარტნიორი გაგიუცხოვდათ ძნელი არ არის. განსაკუთრებით, თუ ადრე შეგეძლოთ ყველაზე რთულ და უსიამოვნო თემებზეც შეგეძლოთ თავისუფლად გესაუბრათ. საკუთარ განცდებს სულ უფრო იშვიათად გიზიარებთ ან თითქმის აღარ ეხება ისეთ თემებს, რომლებსაც ადამიანი მხოლოდ ძალიან ახლობლებს ანდობს? თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია მოიკრიბეთ გამბედაობა და პირველი ნაბიჯი გადადგით გულახდილი საუბრისკენ. რაც უფრო ადრე გაიგებთ პარტნიორის გეგმებზე მით უკეთესი.

სულ უფრო ხშირად გიჩნდებათ მარტოობის განცდა

პარტნიორი წესით ერთ–ერთი ყველაზე ახლობელი ადამიანი უნდა იყოს. მყარ და ჯანსაღ ურთიერთობებში მეორე ნახევარს სიხარულს, სევდას თუ ეჭვებს თამამად ვუზიარებთ, რადგან ვიცით რომ მათგან მხარდაჭერას მივიღებთ. თუ ეს შეგრძნება აღარ გაქვთ, ესეიგი განშორებამდე ბევრი აღარაფერი გაშორებთ.

პარტნიორი წვრილმანებზე ღიზიანდება

ნაკლი ადამიანის განუყოფელი ნაწილია. თუ პარტნიორს ადრე თქვენი უცნაური ჩვევები მხოლოდ ართობდა და ყველა თქვენი ნაკლით უყვარდით, ახლა კი იგივე ჩვევები აღიზიანებს, განშორების პროცესი უკვე დაწყებულია. დაელაპარაკეთ ერთმანეთს: იქნებ ჯობდეს დრო ტყუილად აღარ დაკარგოთ და დროულად დაშორდეთ.

თქვენი მეორე ნახევარი იშვიათად არის კარგ ხასიათზე

ადამიანის გუნება–განწყობა გარემოცვაზე დიდად არის დამოკიდებული. ამიტომაც, თუ თქვენი პარტნიორი თქვენს გვერდით კარგ ხასიათზე იშვიათად არის, შეგიძლიათ ესეც სიგნალად ჩათვალოთ. ოღონდ ამაში საკუთარი თავის დადანაშაულება არ გინდათ – ურთიერთობებში ცვლილებები სხვადასხვა მიზეზით ხდება. ალბათ ჯობს გაარკვიოთ: გინდათ ამ ურთიერთობების გადარჩენა თუ მისი დასრულება გირჩევნიათ. დაშორებასაც ხომ თავისი პლიუსები აქვს : თქვენთვის ახალი ცხოვრება, ახალი თავგადასავლები და ახალი ურთიერთობები იწყება.