უცნობი ფაქტები ცხოველებზე რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

{{ARTICLEIMAGE}}

ზღვის წავები როდესაც იძინებენ,  ერთმანეთს ხელს კიდებენ, რადგან დინებამ ისინი ძილის დროს არ დააშოროს.

ხამანწკებს შეუძლიათ სქესის შეცვლა. ისინი სქესს იმის მიხედვით იცვლიან თუ როგორ აჯობებს გამრავლება.

ზღვის ცხენები მთელ ცხოვრებას ერთ პარტნიორთან ატარებენ და როდესაც ზღვაში უწევთ მოგზაურობა ისინი ერთმანეთის
კუდს ეჭიდებიან.

არსებობს მედუზის სახეობა ( Turritopsis nutricula) რომელიც უკვდავია და თავისი სიკვდილით არ კვდება.

მგლებს შეუძლიათ შიმშილი 1 კვირა აიტანონ.

პოლარულ დათვს თეთრი ბეწვის ქვეშ შავი კანი აქვს.


ჩინეთში პანდას მოკვლა სიკვდილით ისჯება.

მელია კომუნიკაციისთვის სხვა მელიებთან საკუთარ კუდს იყენებს.

გეპარდი არის ერთადერთი დიდი კატისებრთა ცხოველი რომელსაც ღრიალი არ შეუძლია.

მამალი პინგვინი დედალ პინგივინს კენჭს ჩუქნის. თუ დედალი პინგვინი მიიღებს ამ კენჭს მაშინ ისინი პარტნიორები ხდებიან.

თუ ძაღლი ბედნიერია მაშინ ის კუდს ძირითადად მარჯვნივ აქნევს თუ მოწყენილია მაშინ მარცხნივ.

სპილოს ხტუნვა არ შეუძლია.

გრიზლი დათვი ცხენზე სწრაფად დარბის.

მდელოს ძაღლები იგივე ძაღლთაგვები ერთმანეთს პატარა კოცნით ესალმებიან.

თეთრი ზვიგენი ყველაზე საშიში სახეობაა ზვიგენებს შორის. ეს სახეობა წყალში 1 საათში 30 კილომეტრს ფარავს.

http://newsreport.ge/administrator/index.php?option=com_content§ionid=-1&task=edit&cid[]=7939#