“SARS CoV 2 ამოაგდებს მუტაციებს რითაც ეცდება გაექცეს ჩვენ იმუნიტეტს“–ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი

აშშ–ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, რომელიც სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მედიცინის დეპარტამენტში მოლეკულურ და გენომურ ტექნოლოგიებზე მუშაობს Сovid19-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინებზე წერს და ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებს მოუწევთ კორონავირუსის მუტაციების სიხშირის გაზრდის შემთხვევაში ვაქცინის ახალი ვარიანტები აწარმოონ:

“ორიოდე სიტყვა ვაქცინებზე, ანუ საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს
რუსული ვარიანტის განხილვაც კი ტერმინალური სიჩლუნგის ნიშანია. საბუთი იმდენი და იმდენნაირია, ჩამოთვლას აზრი არა აქვს. მითუმეტეს კამათს.
პფაიზერი, მოდერნა, და სხვა ფარმები და ბიოტექებიც კაი ხანია ღამურას იმუნური სისტემის თავისებურებებს სწავლობენ. სახელდობრ – რატომ არ ხდება ღამურებში ციტოკინური შტორმი. ეს დიდი, დიიიიდი ფაქტორია კორონების ევოლუციის გასაგებად.
აქლემიც, სხვათა შორის. აქლემს (და ლამასაც) ერთი შეხედვით “უცნაური” ანტისხეულები აქვს. ამ უცნაურობის კავშირი 2012 ის პანდემიასთან დადგენილი არ არის. ჯერჯერობით.
გავიხსენოთ: კორონავირუსებს აქვთ საჭიროების შემთხვევაში (!) მუტაციების სიხშირის გაზრდის მექანიზმი.
ადრე თუ გვიან SARS CoV 2 ც ამოაგდებს მუტაციებს (უფრ სწრ სნიპებს) რითაც ეცდება გაექცეს ჩვენ იმუნიტეტს. მყარსაც კი. თუ საერთოდ ასეთი იარსებებს. ეს მუტაციები უკვე ტივტივებენ. უბრალოდ ჯერ არ გვინახავს. ასე იყო D614G ის, A222V ის, დანიელი წაულების, და სხვ. შემთხვევებში.
რნმ ზე დამყარებული ვაქცინების ტექნოლოგია 2 თაობით უსწრებს სხვა ყველა დანარჩენს. (შეხედეთ თუნდაც ქვეყნებს).
ერთერთი ტექნო უპირატესობა საჭიროების შემთხვევაში (!) ვაქცინის ახალი ვარიანტის წარმოების შეუფერხებელი გაგრძელებაა. სხვა ყველა მახასიათებელი იგივე იქნება.
მეტიც: მოდერნასაც და პფაიზერ/ბიონტექსაც უკვე დამზადებული აქვთ ვაქცინების რამდენიმე პროტოტიპი კორონას ჯერ არ გამოჩენილი ვარიანტებისთვის.
გასაკვირი აქ არაფერია. კორონასაც უკვე “დამზადებული” აქვს ვარიანტები ჯერ არ გამოჩენილი იმუნიტეტისგან თავის დასაღწევად.
საიდან ვიცით ეს?
ერთი ის რომ ეს კლასიკური დარვინიზმია.
მეორე – ამის გათვლა სტრუქტურული ბიოლოგიის მარტივი ამოცანაა.
მესამე – კორონა სხვა გზით ღამურას იმუნიტეტს ვერ გაექცეოდა და ადამიანში ვერ გადმოიღვრებოდა.
ცხადია ექიმები (გრინვიჩის ორივე მხარეს) ზედმიწევნით კარგად იცნობენ ღამურას იმუნურ სისტემას. განსაკუთრებით ანთების მარეგულირებელ, კერძოდ ციტოკინური შტორმის ჩამხშობ მექანიზმებს.
ბოლო-ბოლო ‘ებოლა’ და ‘ცოფი’, სწორედ ღამურებში გამოწრთობილი ვირუსები არიან.
კიდევ ერთხელ – ახალი პანდემიის ნიშნები 2007/8 წლებში უკვე ცხადი იყო.“– წერს ცოტნე ჯავახიშვილი.

ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს სტუდიაში, მოაწყვეს – ხაზარაძე ელისაშვილთან დაპირისპირებაზე

"ჩემი ინტერვიუს დროს შემოიყვანეს დაუძახეს სტუდიაში მათ და მოაწყვეს."- ასე პასუხობს  “ლელოს” თავჯდომარე მამუკა...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?! – ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება...

თვალებში შემომხედე! ცოტა ახლოს ხო არ დაგენახო?!  არ მითხარი, ომია ძმაო და მერე რამე...

საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ეჩუქებინათ – კულუმბეგოვი ვაქცინაზე

"საქართველოში არაერთი მილიონერია და შეეძლოთ ქვეყნისთვის მილიონი დოზა ვაქცინა ეჩუქებინათ "- ამის შესახებ ალერგოლოგმა...

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, კირკოროვს ლიეტუვაში შესვლა 5 წლით აეკრძალა

ყირიმის ანექსიის მხარდაჭერის გამო, ლიეტვუამ მომღერალი, ფილიპ კირკოროვი არასასურველი პირების სიაში შეიყვანა და ქვეყანაში...

ვნანობ რომ ასე ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში – ალეკო ელისაშვილი

"მეტისმეტი მოგვდის და ძალიან ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში "- ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების"...

სად შეეთრევა და სად გამოეთრევა ვის რაში ანაღვლებს? – გიგი უგულავა იაგო ხვიჩიაზე

"სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის რაში ანაღვლებს?" - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" გენერალურმა...

სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას – ვახტანგ კალოიანი

"სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას " - ამის შესახებ მან, ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა ...

დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცისილწამების კანონი უნდა არსებობდეს

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დავით ზილფიმიანის აზრით, ქვეყანაში ცილისწამების კანონი უნდა არსებობდეს.  ამის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის...

ვიდეო