საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა-ვანო ზარდიაშვილი

0

“საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

ზარდიაშვილი უარყოფს ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.

„მსგავსი ინფორმაცია პირველად მოვისმინეთ. ეკა ბესელიას განცხადებებზე კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან საზოგადოება ბესელიობანით დაიღალა. არ ვაპირებ, მის კომენტარებზე კომენტარების კეთებას. ეკა ბესელიას განცხადება არის აბსურდული, რადგან კონსტიტუციასთან მიმართებით ერთპიროვნულ განცხადებას ვერავინ მიიღებს. კონსტიტუციას თავისი მიღების წესი აქვს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის უფლება ექსკლუზიურად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს და ამ პროცესში ნებისმიერი სხვა სახელისუფლებო შტოს ჩარევა იკრძალება. ეს არის ხელისუფლების დანაწილების მთავარი პრინციპი. ზოგიერთი მედიასაშუალების მიზანია, ეკა ბესელიამ პოლიტიკურ ველზე იტივტივოს, მაგრამ საზოგადოება დაღლილია ბესელიათი“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

დღეს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე  განაცხადა, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თაობაზე ჩანაწერი მიხეილ ჩინჩალაძის ინიციატივით გაკეთდა.

უახლესი

“ვაქცინის შექმნისთვის დაგვჭირდა ორი თვე“–ქართველი მეცნიერი, რომელიც კანადაში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს

ამერიკის ხმა ქართველ მეცნიერთან, გიორგი ბაბუაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელმაც კანადაში მეცნიერების გუნდთან ერთად კოვიდ-19-ის...

“რეალური საშიშროებაა, გადავიდეთ უმართავ პროცესებში, როგორც იტალია”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციას, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დაიცვან სოციალური...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ...

ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს – გამყრელიძე

ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის...

საზარელი მკვლელობა გურჯაანში – მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მამამ 3 თვის შვილი მოკლა. დაჭრილია გარდაცვლილი ჩვილის დედაც. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები...

ამბები

წვეულებებში, სასტუმროებსა და მიღებებში თბილისის მერიამ 2019 წელს 1 მლნ დახარჯა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 2019 წელს 961 498 ლარი შეადგინა. ,,სტუმრების შესახვედრად დარბაზების დაქირავებას, შეხვედრებისა და წვეულებების გასამართად, სასტუმრო სივრცეების დაქირავებას, სტუმრების...

ჯანმრთელობა

როგორ ვრცელდება ვირუსები ოფისში

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მოუწია საკუთარი ოფისების დატოვება, რადგან მთავრობები კომპანიებს ავალდებულებენ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს ზომები კორონავირუსის შესაკავებლად...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლიმ და კაილი ჯენერმა კორონავირუსთან ბრძოლას მილიონი დოლარი შეწირეს

ანჯელინა ჯოლი და კაილი ჯენერი იმ ვარსკვლავების რიცხვს შეუერთდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჰოლივუდის მსახიობმა ერთი მილიონი დოლარი შეწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას...

სპორტი

“ევროპის ჩემპიონატი 2020” 2021 წელს ჩატარდება

UEFA-ს გადაწყვეტილებით, "ევროპის ჩემპიონატი 2020", 2021 წელს გაიმართება.მიზეზი ახალი კორონა ვირუსის პანდემიაა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისსა და 11 ივლისს შორის პერიოდში გაიმართება. რიცხვის დადასტურებას უეფასგან ელოდებიან.