შარლიზ ტერონის შვილმა საკუთარი სქესი თვითონ აირჩია. მსახიობის პირველი კომენტარი

შარლიზ ტერონმა პირველად გააკეთა კომენტარი მისი ვაჟის, ჯექსონის გარეგნობის შესახებ, რომელიც ძირითადად გოგონას სამოსშია ჩაცმული. უყვარს კაბები, აცვია გოგონას ფეხსაცმელი და აქსესუარები. მსახიობი აღიარებს, რომ ჯექსონს ისე ზრდის, როგორც გოგონას, რადგან ბავშვმა თავად აირჩია ეს სქესი.
“დიახ, მეც მეგონა რომ ის ბიჭი იყო, სანამ სამი წლის ასაკში ერთხელაც არ შემომხედა და არ მითხრა: “მე არ ვარ ბიჭი“. აი, ასე გამოვიდა. მყავს ორი შესანიშნავი გოგონა, რომლებიც მინდა დავიცვა და ბედნიერები იყვნენ, ისევე, როგორც ყველა მშობელს“– ამბობს ვარსკვლავი.

შარლიზს ორი აყვანილი შვილი ყავს: 7 წლის ჯექსონი და 3 წლის ავგუსტა. მსახიობის თქმით მისი შვილები ისეთებად დაიბადნენ, როგორებიც არიან და თავად გადაწყვეტენ როგორები იქნებიან, როცა გაიზრდებიან. “ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ მათ ამის უფლება ქონდეთ“– ამბობს ტერონი.


ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შარლიზ ტერონმა შვილის სქესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. აქამდე მას ხშირად აკრიტიკებდნენ შვილის არასწორად აღზრდის და იმის გამო, რომ ის ვაჟიშვილის კაბებით სიარულის უფლებას აძლევდა. თუმცა მსახიობს ყურადღება არ მიუქცევია კრიტიკისთვის და ჯექსონს უფლებას აძლევდა როგორც სურდა ისე ჩაეცვა.

2018 წლის ბოლოს კი ჟურნალ ELLE–სთან ინტერვიუში შემთხვევით თუ განზრახ მას გოგონა უწოდა: “ვუყურებ ჩემს ორ ლამაზ გოგონას და იგივე შიშები მაქვს, რაც ნებისმიერ სხვა დედას. მინდა რომ უსაფრთხოდ და ბედნიერები იყვნენ. ჰქონდეთ საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. ყოველთვის, როცა საფრთხეს ვგრძნობ უბრალოდ საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ. მათ გამო შემიძლია ადამიანი მოვკლა.“ – თქვა შარლიზ ტერონმა.