ჯიმ ქერი ახალ შეყვარებულს დაშორდა
57 წლის ჯიმ ქერი და 35 წლის ჯინჯერ გონზაგა ერთმანეთს დაშორდნენ.მსახიობების რომანმა ერთ წელსაც ვერ გასტანა, თუმცა ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე მოასწრეს წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩენა.

ისინი ხელჩაკიდებულები პირველად კამერების წინ ოქროს გლობუსის დაჯილოების ცერემონიალზე წლის დასაწყისში გამოჩნდნენ. პრესა ვარაუდობდა, რომ მათი რომანი სერიალის, I'm Dying Up Here გადაღებისას დაიწყო, სადაც ქერი აღმასრულებელი პროდიუსერი იყო, გონგაზა კი ერთ–ერთ როლს თამაშობდა. მოგვიანებით ისინი კომედიურ ტელეშოუში გადაიღეს ერთად, სადაც მათ გმირების რომანტიული ურთიერთობები ქონდათ.

ჯიმ ქერის წინა შეყვარებულის, 28 წლის კატრიონ უაიტის თვითმკვლელობის შემდეგ მასხიობის პირადი ცხოვრების შესახებ დიდხანს არაფერი იყო ცნობილი. შეგახსენებთ, რომ უაიტის ნათესავებმა მას სასამართლოში უჩივლეს და კატრიონის სიკვდილში დაადანაშაულეს. სასამართლომ სარჩელი არ მიიღო და მხრეებს დავა აღარ გაუგრძელებიათ.

Print
ბოლო სიახლეები