61 წლის შერონ სტოუნის ნახევრად შიშველი ფოტოსესია და გულახდილი აღიარება
61 წლის შერონ სტოუნმა ახალ მოდურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლივუდის მსახიობი ჟურნალ Allure -ს ფოტოსესიისას პირადი ცხოვრების დეტალებზეც ესაუბრა. შერონმა ფოტოსესიისას რამდენიმე სხვადასხვა სამოსი მოირგო, რომლებიც მის სხეულს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავდა. პირველ ფოტოზე სტოუნი ნაცრისფერ პიჯაკში და შარვალში პოზირებს. პიჯაკის შიგნით კი მხოლოდ შავი შიდა საცვალი აცვია. შერონ სტოუნს ფოტოსესიაზე მკვეთრი მაკიაჟი ქონდა, სამკაულებზე კი უარი თქვა და მხოლოდ ბეჭდით შემოიფარგლა.

შემდეგ ფოტოზე ვარსკვლავი მუქ ლურჯ სვიტრში და შავ ქვედა საცვალში პოზირებს. კადრი სასტუმროს ნომრის ვერანდაზეა გადაღებული.

შერონ სტოუნმა ჟურნალთან ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარი სხეულით კმაყოფილია. ის იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში კინოინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი ცდილობდა მისი გარეგნობის შეცვლას.




“როცა 20 წლის ვიყავი მუდმივი ბოდიშეიმინგის მსხვერპლი ვიყავი. ყველა საკუთარ მოვალეობად თვლიდა მოსულიყო და მიეთითებინა ჩემთვის, რა ნაკლი ქონდა ჩემს სხეულს. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ერთ რეჟისორს ეჩვენებოდა რომ ძალიან გამხდარი ვიყავი, მეორე ჩხუბობდა, რომ სადღაც მოვიმატე. მიხარია, რომ თანამედროვე მსახიობები სულ უფრო ნაკლებად ეჯახებიან ასეთ უპატივცემულო დამოკიდებულებას. ახლა შეუძლიათ საკუთარი თავი დაიცვან და ვერავინ გაბედავს მათი სხეული გააკრიტიკოს“– ამბობს სტოუნი.


მსახიობი აღიარებს, რომ მხოლოდ 40 წლის ასაკში იგრძნო თავი ნამდვილად ბედნიერ ადამიანად.

“40 წლის ასაკის დადგომის შემდეგ ჰოლივუდში როლებს აღარ გთავაზობენ. ამას ფილოსოფიურად მივუდექი და შევეცადე უფრო მეტი დრო გამეტარებინა სამ შვილთან. გარდა ამისა, დადგა დრო, როცა არავის ვხვდებოდი და პირველად ვისწავლე როგორ უნდა ვყოფილიყავი ადამიანების გარეშე მარტო ისე, რომ მარტოობა არ მეგრძნო. ძვირფასი გამოცდილება შევიძინე.“– ამბობს მსახიობი.

ბოლო დროს შერონ სტოუნი სულ უფრო ხშირად ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანზე. ის აფიშრებას უკეთებს საკუთარ სხეულს, რომელიც ასაკის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურება.




Print
ბოლო სიახლეები