ვინ არის ბრედ პიტის ახალი შეყვარებული.სოციალურ ქსელებში მსახიობის რომანზე წერენ
სოციალურ ქსელებში ბრედ პიტის თაყვანისმცემლები ბოლო დროს ამტკიცებენ, რომ მათ კუმირს ახალი შეყვარებული ჰყავს. მათ ლამის მთელი გამოძიება ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ მსახიობს სავარაუდოდ  30 წლის ალია შოკატთან აქვს რომანი. მათ საკმაო მტკიცებულებებიც მოიპოვეს, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი ერთად ბევრ დროს ატარებენ.

მაგალითად, შაბათ–კვირას ერთად ეწვივნენ სამხატვრო გალერეა Wilding Cran–ს ლოს ანჯელესში. მათი სტუმრობა პოლიტოლოგმა და პროდიუსერმა, მერილ მელიკა დიურანმა აღბეჭდა ფოტოზე, რომელმაც ჰოლივუდის მსახიობი თავის მეგობარს, მხატვარ მარტინ ვერტმანს გააცნო.








გალერეიდან წყვილი სასადილოდ ერთ–ერთ რესტორანში წავიდა, სადაც კვლავ მოხვდა ობიექტივში. მოყვარულმა პაპარაცებმა, რომლებიც რესტორანში სადილობდნენ, ალიას და ბრედს ფოტო შორიდან ჩუმად გადაუღეს.



აღსანიშნავია, რომ წყვილი ერთად ნახეს რამდენიმე თვის წინაც. მაგალითად, ოქტომბერში ისინი ერთად მივიდნენ კომედიურ შოუზე და სელფი გადაიღეს კომიკოს მაიკ ბირბილეისთან კულისებს მიღმა. სექტემბერში კი იტან კოენის სპექტაკლს დაესწრნენ, რომლის შემდეგაც თვითმხილველთა თქმით ერთი მანქანით წავიდნენ.



თუმცა, მტკიცებულებების მიუხედავად სოციალურ ქსელში აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგი ამტკიცებს, რომ ბრედი და ალია უბრალოდ მეგობრები არიან და მათი რომანტიული ურთიერთობების შესახებ მტკიცებულებები არასერიოზულია, რადგან მათი კოცნის ან ინტიმური ურთიერთობების დამადასტურებელი კადრები არ არსებობს. თავად მსახიობები კომენტარს არ აკეთებენ და ვარაუდებს უპასუხოდ ტოვებენ.




შეგახსენებთ, რომ 55 წლის ბრედ პიტი უკვე სამ წელზე მეტია ცდილობს ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების პროცესი დაასრულოს.

Print
ბოლო სიახლეები