დი კაპრიოს შეყვარებული გაოცებულია, რატომ განიხილავს ყველა მათ შორის ასაკობრივ სხვაობას
გამოცემა Los Angeles Times–სთვის მიცემულ ინტერვიუში 45 წლის ლეონარდო დი კაპრიოს 22 წლის შეყვარებულმა, კამილა მორონემ მათ ურთიერთობებზე ისაუბრა და გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ მედიაში მუდმივად განიხილება მასსა და მის ვარსკვლავ ბოიფრენდს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა.

“ჰოლივუდში და საერთოდ, მსოფლიოს ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს იმ ადამიანების ურთიერთობისა, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ჩემი აზრით ყველას უნდა ქონდეს უფლება იმას ხვდებოდეს, ვინც უნდა. მესმის ხალხის ინტერესი ამ თემის მიმართ, ცნობისმოყვარეობა ალბათ მეც მძლევდა.“– ამბობს კამილა და აღიარებს, რომ ძალიან წყინს, როცა მას მხოლოდ როგორც ლეონარდო დი კაპრიოს შეყვარებულად მოიხსენიებენ და მისი ცხოვრების და შემოქმედების სხვა ასპექტებით არც კი ინტერესდებიან. სწორედ ამის გამო კამილა ამ ეტაპზე ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს ის როგორც დამოუკიდებელი პიროვნება ისე აღიქვან:

“მეჩვენება, რომ ჩემი ფილმების ნახვისას მაყურებელი ჩემს იდენტიფიცირებას მხოლოდ ჩემი პირადი ურთიერთობების პრიზმაში ახდენს და ეს ძალიან მწყინს. ვთვლი, რომ ყველა ადამიანი პიროველ რიგში პიროვნებაა, ინდივიდია, მიუხედავად იმისა, ვინ არის მისი შეყვარებული. კარგად მესმის ეს ასოციაცია შემს შემთხვევაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თანდათანობით ეს მიდგომა საკუთარ თავს ამოწურავს.“– ამბობს მსახიობი.



შეგახსენებთ, რომ კამილა მორონეს და ლეონარდო დი კაპრიოს რომანი 2017 წლის ბოლოს დაიწყო. წყვილის ცხოვრების წესი საკმაოდ კარჩაკეტილია. ისინი ერთად ნაკლებად ესწრებიან ელიტურ წვეულებებს. პაპარაცები იშვიათად ახერხებენ მათ გადაღებას პაემანის, სეირნობის ან ერთობლივი დასვენების დროს. ასეთი გამონაკლისი ამ ზაფხულს წყვილის სარდინიაზე დასვენების დროს მოხდა. ინსაიდერები ამბობენ, რომ წყვილის ურთიერთობები საკმაოდ სერიოზულია და ლეო მზად არის უკვე ოჯახის შექმნაზე დაფიქრდეს.



Print
ბოლო სიახლეები