ჯონი დეპის ყოფილი ცოლი საყვარელ ქალთან ერთად პაპარაცებმა კოცნისას გადაიღეს
33 წლის ემბერ ჰერდი საყვარელ ქალთან ერთად კალიფორნიის ქალაქ პალმ–სპრინგსის ქუჩებში შენიშნეს. მსახიობის რჩეული ოპერატორი ბიანკა ბუტია. ქალები ნაზად ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ. ჯონი დეპის ყოფილი ცოლი და მისი გერლფრენდი მშვენიერ განწყობაზე იყვნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს მობილურ ტელეფონში რაღაცას აჩვენებდნენ. რამდენიმე კოცნის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ემბერის რჩეული, ბიანკა უკვე მეორედ ებრძვის სარძევე ჯირკვლის კიბოს. პირველად ეს დიაგნოზი მას 2015 წელს დაუსვეს. ერთი წლის წინ კი დაავადება კვლავ დაბრუნდა. ბუტის მეგობრებმა მისი მკურნალობისა და ოპერაციისთვის თანხების შეგროვების კამპანიის ორგანიზება გააკეთეს. თავად ბიანკა საკუთარ დიაგნოზს არ მალავს და თავის ბლოგში ცდილობს ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები გაამხნევოს.



სანამ ჰერდი პირად ცხოვრებას იწყობს ქმართან ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ყოფილი ქმარი, ჯონი დეპი ლონდონში ისვენებს. ის ცოტა ხნის წინ ტიმ ბარტონთან ერთად პაპარაცებმა რესტორნიდან გამოსვლისას გადაიღეს. მათთან ერთად იყო რეჟისორის შეყვარებული, ბერნის პერსივალი. ისინი ერთმანეთს 7 წელია ხვდებიან.



საკუთარი ბისექსუალობის შესახებ ჰერდმა ღიად 2010 წელს განაცხადა, როცა ურთიერთობა ქონდა მსახიობ ქალ ტაისენ ვან რისთან. ოთხწლიანი რომანის შემდეგ გოგოები ერთმანეთს დაშორდნენ.

Print
ბოლო სიახლეები