ფეხმძიმე მეგან მარკლი ღრმადშეხსნილ კაბაში
ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი ლონდონში Endeavour Fund Awards–ის ყოველწლიური პრემიის გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ. ამჯერად ფეხმძიმე ჰერცოგინიამ სადა, თუმცა თამამი სამოსი შეარჩია: მეგანის სამოსი შავ–თეთრი გამისგან შედგებოდა: Givenchy –ს თეთრი პერანგი და ღრმად შეხსნილი მაქსი ქვედაბოლო, რომელშიც მშვენიერი ფეხები მოუჩანდა. ფეხზე კი ნახევრად შიშველი ფეხსაცმელი. მეგანის ჩაცმულობა ყოველთვის იქცევს ყურადღებას და ყოველთვის ხდება განხილვის საგანი. ამჯერადაც ასე მოხდა. საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმ ბრიტანელ სამხედროებს აჯილდოებენ, რომლებიც მთელი წლის მანძილზე სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ამ ღონისძიებას პრინცი და მეგანი ერთი წლის წინაც ესწრებოდნენ, თუმცა მაშინ დაქორწინებულები არ იყვნენ.

Print
მსგავსი სიახლე

ნიკოლას ქეიჯს იმპულსური ნაბიჯი ძვირი უჯდება. 55 წლის მსახიობმა განქორწინება დაქორწინებიდან ზუსტად ოთხ დღეში გადაწყვიტა და ამის გამო ახლა ცოლისთვის დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
ნიკოლას ქეიჯის და 23 წლის ვიზაჟისტის, ერიკა კოიკეს ქორწინება 23 მარტს შედგა. წყვილი თითქმის ერთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. ქეიჯმა და კოიკემ ურთიერთობები ლას ვეგასში დაარეგისტრირეს.
ცერემონიალის მოწმეები ამტკიცებენ, რომ ახალდაქოწინებულები ხმამაღლა ჩხუბობდნენ და ერთმანეთზე გაბრაზებულები იყვნენ, თუმცა დოკუმენტებს ხელი მაინც მოაწერეს. უცნაურობები ამით არ დასრულებულა. უკვე 28 მარტს მსახიობმა განაცხადა, რომ ცოლმა მოატყუა.

“ძალიან მთვრალი ვიყავი და არ მესმოდა, რას ვაკეთებდი. როცა კოიკემ დაქორწინება შემომთავაზა იმპულსური რეაქცია მქონდა, საკუთარ ქმედებებს არ ვაცნობიერებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი“ – დაწერა ქეიჯმა სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში. ის მოითხოვს ქორწინება უკანონოდ იქნას ცნობილი.
თუმცა ერიკა მის სიტყვებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მსახიობი სრულიად ფხიზელი იყო, როცა დოკუმენტს ხელს აწერდა. უფრო მეტიც, განქორწინების შესახებ განცხადების გაკეთებიდან 12 დღეში ყველაფრის თავიდან დაწყება შესთავაზა.

გოგონა განქორწინებაზე თანახმაა – ის თვლის, რომ წყვილს არ აქვს შანსი ოჯახად იქცნენ. თუმცა განქორწინებისთვის დიდ კომპენსაციას  ითხოვს. მისი თქმით, ქეიჯთან ერთწლიანმა ურთიერთობამ მისი, როგორც ვიზაჟისტის კარიერას ხელი ძალიან შეუშალა. ქეიჯის ბრალდებები თაღლითობაში კი მას პრესტიჟული კომპანიების კარს დიდი ხნით ჩაუკეტავს. გარდა ამისა, გოგონა მოითხოვს ქმარმა ყველა სასამართლო ხარჯი დაფაროს.
ნიკოლას ქეიჯის უცაბედი დაქორწინება და განქორწინება უკვე შევიდა ვარსკვლავების ყველაზე ხანმოკლე ქორწინებების სიაში. მისი წინა ქორწინება კორეელ ქალთან, ელის კიმთან 11 წელი გრძელდებოდა. ქეიჯი სამჯერ იყო დაქორწინებული: ელისამდე მისი ცოლები იყვნენ მსახიობი პატრისია არკეტი და ელვის პრესლის ქალიშვილი ლიზა მარია პრესლი.
19:34 / 23.04.2019

ბოლო სიახლეები