“საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ 22 წლის შემდეგ
ფილმ საუკეთესო მეგობრის ქორწილის ეკრანებზე გამოსვლიდან 22 წლის შემდეგ, რომელიც სასიყვარულო კომედიების კლასიკად არის აღიარებული, მისი გმირები ჟურნალ Entertainment Weekly –ს ფოტოსესიისთვის შეიკრიბნენ.

გადაღებებში 46 წლის კამერონ დიასი, 51 წლის ჯულია რობერტსი, 55 წლის დერმონტ მალრუნი და 59 წლის რუპერტ ევერეტი მონაწილეობდნენ.

მსახიობები აღიარებენ, რომ დღემდე მათ ხალხი ამ ცნობილ კომედიაში მონაწიეობის წყალობით ცნობს. “ხალხი დღემდე მოდის და მეუბნება “ჩემი საუკეთესი მეგობრის ქორწილი!“ ეს ძალიან სასიხარულო გრძნობაა და ძალიან ვაფასებ. ჩემი რძალი, ნიკოლ რიჩი ამ ფილმით შეპყრობილია. წელიწადნახევრის წინ ჩიკაგოში ჩავედით და გადაღებების ყველა დასამახსოვრებელი ადგილი მომატარა“ –ამბობს კამერონ დიასი. მისთვის ამ ფილმში შესრულებული როლი პირველი მთავარი როლი იყო კინოში.


მიუხედავად იმისა, რომ ჯულია რობერტსისთვის ფილმი პირველი ვარსკვლავური გამობრწყინება არ ყოფილა, დღემდე ეს ფილმი მის კარიერაში ერთ ერთი ყველაზე გამორჩეულია. “ეს მართლაც ჭკვიანური და სასაცილო ისტორიაა. მიყვარს ასეთი ისტორიები“ – ამბობს ჯულია.

ოც წელზე მეტი გავიდა და მსახიობები დღემდე სიამოვნებით ურთიერთობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ გადასაღებ მოედანზე თბილი და მეგობრული ატმოსფერო იყო.

ცოტა ხნის წინ ჯულია რობერტსი და მარლუნი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს პროექტში “სახლში დაბრუნება“. ეს ჯულია რობერტსისთვის პირველი სერიალია. გასულ წელს მსახიობმა განაცხადა, რომ რომანტიულ კომედიებში მონაწილეობას აღარ აპირებს. მსახიობი თვლის, რომ ცხოვრებისეული გამოცდილების გამო ამ ამპლუაში მისი თამაში მაყურებლისთვის დამაჯერებელი აღარ არის. ამჟამად მას უფრო მთავარი გმირების დედის როლი და რთული ფსიოლოგიური სახეები მოსწონს.
Print
ბოლო სიახლეები