სკარლეტ იოჰანსონი შვილთან ერთად ნიუ–იორკში სეირნობისას. იშვიათი კადრები
სკარლეტ იოჰანსონი საჯაროდ თავის ოთხი წლის შვილთან, როუზთან ერთად იშვიათად ჩნდება. ამიტომაც 34 წლის ვარსკვლავის გასეირნება ნიუ–იორკში მისი თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა. მსახიობი თბილად იყო ჩაცმული. ნიუ იორკში ხომ ტემპერატურა ამ დღეებში 0 გრადუსის სიახლოვესაა. სკარლეტს ტვიდის პალტო და ჯინსი ეცვა, ფეხზე კი Nike Air Max –ის ვარდისფერი ბოტასები.

სკარლეტი მის გვერდით მიმავალ ქალს ელაპარაკებოდა, მისი გოგონა კი ამ ქალის ბავშვს, რომელიც საბავშვო ეტლში იჯდა.



სკარლეტმა ბევრი იბრძოლა რომ როუზის აღზრდის უფლება მოეპოვებინა. გოგონა 2014 წლის სექტემბერში დაიბადა. იმ პერიოდში სკარლეტის ქმარი ჟურნალისტი რომენ დორიაკი იყო. ბავშვის დაბადებიდან ერთ წელში წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. ინიციატორი სკარლეტ იოჰანსონი იყო. “უბედურება ის არის, რომ ვგრძნობ – მონოგამიისკენ მიდრეკილი არ ვარ. უფრო მეტიც, არ ვფიქრობ რომ მხოლოდ ერთი პარტნიორით შემოფარგვლა ადამიანისთვის ბუნებრივია“ – თქვა მაშინ სკარლეტმა.

რომენ დორიაკი საფრანგეთში ცხოვრობს. მას სურდა ბავშვის აღზრდაში თანაბარი უფლება მოეპოვებინა თუმცა სკარლეტმა მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღა. 2017 წელს მან ბავშვზე ერთპიროვნული მეურვეობის უფლება მოიპოვა.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა