ირინა შეიკმა ლედი გაგა სოციალურ ქსელებში წაშალა
ირინა შეიკი უარს ამბობს მისი მეგობარი მამაკაცის, 44 წლის ბრედლი კუპერის და 32 წლის ლედი გაგას შესაძლო რომანის შესახებ ჭორების კომენტირებაზე. მაგრამ მისი საქმე სიტყვებზე მეტია: 33 წლის მოდელმა ინსტაგრამზე და ტვიტერზე მომღერლის ანგარიშებზე გამოწერა გააუქმა.

ირინა შეიკის მეგობრები ამტკიცებენ, რომ მას შვილის მამის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება და მშვენივრად ესმის, რომ ბრედლი უბრალოდ კარგი მსახიობია. გამოწერის გაუქმების მიზეზი მოდელის ახლო გარემოცვის აზრით ის არის, რომ მას ძალიან მობეზრდა ბრედლი კუპერის და ლედი გაგას გაშემო ატეხილი ხმაური, რომელიც ფილმ “ვარსკვლავის დაბადების“ გასაპიარებლად ატყდა.

“საქმე იმაში არ არის, რომ მას არ უყვარს ლედი გაგა ან ეჭვიანობს, მაგრამ მობეზრდა დაუსრულებელი ისტორიები “ქიმიის“ შესახებ, რომელიც თითქოსდა მომღერალსა და ბრედლის შორის გაჩნდა. ირინას ჭორებით და აჟიოტაჟით ვერ გააკვირვებ – ბოლო ბოლო ის ხომ კრიშტიანუ რონალდოსაც ხვდებოდა, მაგრამ სარეკლამო კამპანია მეტისმეტად გაჭიანურდა და შეიკი მის დასრულებას ელოდება“ – უამბო გაზეთ The Sun –ს ოჯახის ახლო მეგობარმა.



სანდო წყაროს ცნობით ირინა შეიკს მართლაც ძალიან უხარია ბრედლი
კუპერის ფილმის წარმატება, რომელიც მისი სარეჟისორო დებიუტია. ის დიდი მღელვარებით მიდიოდა “ოსკარზე“. დარბაზში ცერემონიის დროს ის თავის სატრფოსა და ლედი გაგას შორის იჯდა. მისი თითქოსდა უკმაყოფილება, რომელზეც ბევრი ალაპარაკდა, მეგობრების თქმით უბრალოდ დაღლილობა იყო.
ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი საერთო შვილს ზრდიან. როდის აპირებს წყვილი დაქორწინებას ჯერჯერობით უცნობია, რადგან ისინი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებენ.
Print
ბოლო სიახლეები