შარლიზ ტერონი ჩივის, რომ მამაკაცებს მისი ეშინიათ
43 წლის შარლიზ ტერონმა გულახდილად ისაუბრა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ლას ვეგასში გამართულ კინოგამოფენაზე– CinemaCon.

მსახიობი ამობობს, რომ უკვე ათი წელია სერიოზული ურთიერთობები არ ქონია. არადა მზად არის ახალი ნაცნობობისთვის და ურთიერთობებისთვის.

“უკვე 10 წელია მარტო ვარ. არ ვხუმრობ. უბრალოდ ვიღაცამ სიმამაცე უნდა მოიკრიბოს და მომიახლოვდეს. სრულიად თავისუფალი ვარ.“ – განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა რეპორტიორთან საუბრისას.

სამი თვის წინ გავრცელდა ჭორები შარლიზ ტერონის და და ბრედ პიტის რომანის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ბოლო დროს შარლიზ ტერონმა თმა მუქად შეიღება. მის ახალ იმიჯს ბევრი
მისი თაყვანისმცემელი დღემდე ვერ ეჩვევა.

ლას ვეგასის გამოფენაზე ტერონმა მისი მონაწილეობით ახალი ფილმი წარმოადგინა. ჯონათან ლივაინის კომედიაში მან პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესლედის როლი ითამაშა.

Print
ბოლო სიახლეები