ჯენიფერ ლოპესმა ბეწვის ჟილეტის გამო კრიტიკა დაიმსახურა
ჯენიფერ ლოპესი ნიუ იორკში საქმიანი შეხვედრის შემდეგ დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა, როცა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. ყურადღება მისმა ჩაცმულობამ მიიქცია.

მას გრძელი ბეწვის ჟილეტი ეცვა. რა თქმა უნდა, შავ შარვალში, თეთრ მაისურში და სხვადასხვა აქსესურებში მომღერალი და მსახიობი მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა ნატურალური ბეწვის ქურქის გამო ფოტოების სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.

ბევრმა ჯენიფერ ლოპესი ნატურალური ბეწვის სიყვარულის გამო გალანძღა.

“რამდენი ციყვი მოკლეს მისი ძველმოდური ბეწვის ჟილეტის გამო!“

“ციყვი კი არა მელაა“

“ნატურალური ბეწვი დიდი ხანია გოიმობად ითვლება“,

“ცხოველები როგორ უნ
და გაიმეტო შუბების და ჩანთების გასაკეთებლად“,

“ იქნებ ხელოვნური ბეწვია?“ – წერდნენ სოციალური ქსელების მომხმარებლები. 
რეპორტიორებმა  ფოტოები მომღერალს სტუდიიდან გამოსვლის შემდეგ გადაუღეს, სადაც მის ახალ სინგლთან დაკავშირებით იყო მისული. სინგლი სახელწოდებით Medicine მომღერალმა რეპერ French Montana-სთან ერთად ჩაწერა.
Print
ბოლო სიახლეები