ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის შემთხვევითი ვიდეო პლაჟზე
ირინა შეიკს და ბრედლი კუპერს მათი 2 წლის გოგონას, ლეას შესახებ საჯაროდ საუბარი არ უყვართ, თუმცა ხშირად სეირნობენ მასთან ერთად სხვადასხვა ადგილებში. ერთ–ერთი ასეთი გასეირნება შემთხვევით მოხვდა ვიდეოზე.

ამერიკული რეალითი შოუს, Ex on the Beach–ის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ლოს ანჟელესში სანტა მონიკას სანაპიროზე ევარჯიშათ. ინსტრუქტორმა გადაწყვიტა ერთ–ერთი მონაწილისთვის ბოქსის ილეთები ეჩვენებინა, თუმცა მოულოდნელად ვარჯიში ჰოლივუდის მსახიობის გამოჩენის გამო შეწყდა.

ბრედლი ქვიშიან სანაპიროზე ორ ძაღლს მოასეირნებდა და გამუდმებით უკან იყურებოდა. ბოქსიორებმა კუპერს შესთავაზეს შეერთებოდა, მაგრამ მან უარი თქვა. მალე გაირკვა, რატომაც –
მოგვიანებით კადრში ირინა შეიკიც გამოჩნდა პატარა ლეასთან ერთად. კადრში მოხვედრის შემდეგ წყვილმა პლაჟზე სეირნობა განაგრძო.

ბოქს ინსტრუქტორმა სახალისო ვიდეო ინსტაგრამზე დადო. ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა.


Print
ბოლო სიახლეები