ინგლისში კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა, ხალხს პერფორმანსის ნაწილი ეგონა
ვეტერანი   კომიკოსი იან კოგნიტო ხალხთან სცენაზე ერთ-ერთი ნომრის შესრულების დროს გარდაიცვალა, ეს ხალხს მისი პერფორმანსის ნაწილი ეგონა და 5 წუთი იცინოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

დამსწრეების თქმით, 60 წლის კომიკოსი სკამზე დაჯდა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მათ ეს პერფომანსის ნაწილი ეგონათ, სინამდვილეში კი იან კოგნიტო ცუდად  გახდა.

მაყურებლების თქმით, 10 წუთით ადრე ის გულის შეტევაზე ხუმრობდა.მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სწორედ გულის შეტევა გახდა.

"ჩვენ ძალიან ცუდად ვიგრძენით თავი, რადგან ის სკამზე იჯდა, ჩვენ კი ხუთი წუთის განმავლობაში მასზე ვიცინოდით, ვიფიქრეთ რომ პერფორმანსის ნაწილი იყო", - თქვა ერთ-ერთმა დამსწრემ.

მას შემდეგ, რაც თანამშრომლები მიხვდნენ რომ იან კოგნიტო ცუდად იყო, ხალხს აუდიტორია დაატოვებინეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ექიმებმა მალევე დაადასტურეს რომ კომიკოსი სცენაზე გარდაიცვალა.
Print
ბოლო სიახლეები