რამდენი ინტიმური სცენა იყო “სამეფო კარის თამაშებში“ მისი არსებობის მანძილზე, ექსპერტებმა დაითვალეს
სანამ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი სამეფო კარის თამაშების დასკვნითი სეზონის პრემიერას ელოდა, გამოჩნდა ხალხი, ვინც გადაწყვიტა სერიალის ათწლიანი არსებობის მანძილზე მასში გასული თამამი სცენები დაეთვალა.

ფანტასტიკური საგა ცნობილია არა მხოლოდ მაშტაბური სისხლიანი სცენებით, არამედ სექსუალური ეპიზოდების სიჭარბითაც. ვნახოთ, რამდენი პიკანტური სცენა დაითვალეს სტატისტებმა.

სულ სერიალის შვიდ სეზონში 82 ეპიზოდია, რომლებშიც გმირები გაშიშვლდნენ. ამ ეპიზოდების ჯამური დრო 108 წუთია. 36 –ჯერ გაშიშვლდნენ მსახიობი ქალები, მსახიობი მამაკაცები კი 15–ჯერ.

ექსპერტებმა ისიც კი დაითვალეს, რამდენჯერ გამოჩნდა ეკრანებზე შიშველი მკერდი: ასეთი ეპიზოდი 134 იყო. დუნდულები კი სერიალის 28 სცენაში გამოჩნდა.

ყველაზე ხშირად პოპულარულ საგაში გაშიშვლება კიტ ჰარინგტონს და “დრაკონების დედას“ – ემილი კლარკს მოუწიათ.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა