შარლიზ ტერონმა საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე ეთერში ისაუბრა
43 წლის შარლიზ ტერონმა ჯეიმს კორდენის გადაცემაში – The Late Late Show გულახდილად ისაუბრა მის ფსიქიკურ პრობლემებზე. მსახიობმა აღიარა, რომ აბსესიურ–კომპულსიური მოშლილობა აწუხებს. ამ დაავადებას ახასიათებს ჩაციკვლა კონკრეტულ საკითხებზე და აიძულებს ადამიანს ერთი და იგივე ქმედება მუდმივად გაიმეოროს განგაშის გრძნობის დასაძლევად.

მაგალითად, შარლიზი მუდმივად აგდებდა სახლიდან მისი მეგობარი მამაკაცის ფეხსაცმელს, როგორც კი ის ქალაქიდან გადიოდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ამბობს, რომ ამ დაავადების გამო მშვიდად ძილიც არ შეუძლია. ის განიცდის, მაგალითად რამდენად სწორად და მოწესრიგებულად დევს ნივთები მის კარადებში. „შემიძლია შუაღამისას ავდგე, რომ შევამოწმო, ყველა ნივთი დევს თუ არა სწორად, თავის ადგილზე კარადებში და ხელახლა დავალაგო“– ამბობს მსახიობი. შარლიზ ტერონის თქმით, ამ პრობლემის გამო მას პირადი ცხოვრება ვერაფრით ვერ აეწყო.
Print
ბოლო სიახლეები