ვინ არის ქართველი ემიგრანტი თინეიჯერი, რომელიც იტალიურ ფილმში მთავარ როლს ასრულებს?


ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმი, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში “ფოლოუერი”, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებას და ძალადობას ეხება, მთავარ როლს ქართველი თინეიჯერი ქეთა რიჟამაძე ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორა.ჯი ავრცელებს. 

ქართველი მსახიობი 14 წლისა და  დედასთან, დეიდასთან და ბებიასთან ერთად 2 წელია იტალიაში, ქალაქ სალერნოში ცხოვრობს.

გოგონა როლისათვის სკოლაში ჩატარებული ქასთინგის მეშვეობით შეარჩიეს.

"ეს ფილმი არის სთოლქინგზე, არ ვიცი ქართულად ასე თუ ითქმება, ანუ მოზარდების და არა მარტო მოზარდების, ასევე დიდი ადამიანების “გაკონტროლებაზე” სოციალური ქსელების მეშვეობით. ეს არის სხვა ადამიანების მიერ მათი ყოველი ნაბიჯის გაგება და ასევე ფსიქიკაზე ზემოქმედება. ეს თემა აქტუალურია მთელ მსოფლიოში და ამიტომ შეიქმნა ფილმი, რომ გაგვეგზავნა მესიჯი ყველა ახალგაზრდისთვის, თუ რისი გამოწვევა შეუძლია სთოლქინგს და ზოგადად სოციალურ ქსელს. ველაპარაკე ჩემს რეჟისორს და შევეცდებით ფილმს ქართული სუბტიტრები დავადოთ...ზემოხსენებული ფესტივალი ზაფხულში ჩატარდება და თუ ბევრი ნახვა და მოწონება ექნება სურათს, უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ
გავიმარჯვოთ.
" - ამბობს ქეთა გამოცემასთან საუბარში. 



Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა