ეშტონ კატჩერმა ჩვენება მისცა მანიაკის წინააღმდეგ, რომელმაც მისი შეყვარებული მოკლა
41 წლის მსახიობმა ეშტონ კატჩერმა მონაწილეობა მიიღო იმ ადამიანის სასამართლოში, რომელმაც მრავალი წლის წინ მისი შეყვარებული გოგონა მოკლა. ჰოლივუდის მსახიობმა სასამართლოს უამბო მომხდარის დეტალები და ის, თუ რატომ ვერ შეძლო ტრაგედიისთვის ხელი შეეშალა.

22 წლის ეშლი ელერინი დიზაინის ინსტიტუტში სწავლობდა. 2001 წელს მას ეშტონთან რომანი ქონდა.ერთ საღამოს მათ მოილაპარაკეს, რომ მსახიობი გოგონას საღამოს ლოს ანჯელესში, სახლში გაუვლიდა, შემდეგ კი გრემის დაჯილდოების წვეულებაზე წავიდოდნენ. შეხვედრა საღამოს რვა საათისთვის ქონდათ დანიშნული, თუმცა ნახევარი საათით ადრე გეგმები შეიცვალა.

“ვუთხარი რომ ცოტა დამაგვიანდებოდა და მან მიპასუხა: “კარგი, მოგვიანებით გნახავ.“– განაცხადა მსახიობმა სასამართლოს სხდომაზე. რამდენიმე საათის შემდეგ მსახიობმა ისევ დაურეკა შეყვარებულს, თუმცა მან ყურმილი არ აიღო. ეშტონს ელერინი ძალიან მოსწონდა და ჩათვალა, რომ აწყენინა. ამიტომ ბევრჯერ აღარ დაურეკა.საღამოს ძაღლები გაასეირნა და შემდეგ გოგონას სახლში მიაკითხა.

კარი არავინ გაუღო. კარგა ხანს სახლის გარშემო იარა დაფანჯარაშიც შეხედა. ფანჯრიდან სახლში არეულობა და იატაკზე მუქი ფერის სითხის გუბეც მოჩანდა. მაგრამ კატჩერმა ჩათვალა, რომ არეულობა ცოტა ხნის წინ სახლში გამართული წვეულების ბრალი იყო, სითხე კი ღვინო ეგონა. კატჩერმა გადაწყვიტა, რომ გოგონა წვეულებაზე მარტო წავიდა. “მივხვდი, რომ ძალიან ცუდად გამომივიდა. ძალიან დავიგვიანე. ამიტომ ჩავთვალე, რომ უჩემოდ წავიდა“– ამბობს მსახიობი.

სინამდვილეში კი გოგონა სერიული მკვლელის, მაიკლ გარგილოს მსხვერპლი გახდა, რომელსაც მედიამ “ჰოლივუდელი მფატრავი“ უწოდა. მან გოგონას 50–ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. მანიაკის ანგარიშზე კიდევ ორი სასტიკი მკვლელობაა. ის მარტოხელა გოგონების სახლებში შესაღწევად თავს კონდიციონერების ხელოსნად ასაღებდა. მანიაკი ამ მკვლელობიდან მხოლო 14 წლის შემდეგ დააკავეს. მანამდე მან კიდევ ერთი ქალის მოკვლა და ერთი თავდასხმა მოასწრო. ერთი მკვლელობა კი 1990–იანების ბოლოს ჩაიდინა.

დაკითხვაზე კატჩერმა ვერ შეძლო იმის თქმა, უნახავს თუ არა ეს ადამიანი მანამდე. მაგრამ
ბრალდებულის წინააღმდეგ ბევრი სხვა მტკიცებულება არსებობს. ბრალდება მის სიკვდილით დასჯას ითხოვს.

ტრაგედიიდან რამდენი წლის შემდეგ კატჩერმა მისი მომავალი ცოლი, დემი მური გაიცნო. მათ ერთად ქორწინებაში 2005–დან 2013 წლამდე იცხოვრეს. განქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ცოლად მილა კუნისი მოიყვანა. ამჟამად წყვილს ორი შვილი ყავს : სამი წლის იზაბელ უაითი და ორი წლის დიმიტრი.
Print
ბოლო სიახლეები