ლეონარდო დიკაპრიო შეყვარებულთან ერთად ლოს ანჯელესში. პაპარაცები ფოტოები
44 წლის ლეონარდო დი კაპრიო და მისი 21 წლის შეყვარებული კამილა მორონე პაპარაცების ობიექტივში ლოს ანჯელესში გასეირნების დროს მოხვდნენ. 10 ივნისის საღამოს წყვილმა, რომელიც 2017 წლიდან ერთად არის კალიფორნიის ერთ–ერთ საუკეთესო რესტორანში, Messhall–ში ივახშმა და ქალაქში ფეხით გაისეირნა.

ცოტა ხნის წინ ლეო და კამილა ერთად გამოჩნდნენ კანში ფილმ “ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერაზე.

მართალია წითელ ხალიჩაზე ისინი ცალ–ცალკე პოზირებდნენ, სამაგიეროდ ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მთელ დროს ერთად ატარებდნენ. ისვენებდნენ იახტაზე, ვახშმობდნენ რესტორნებში და სეირნობდნენ სანაპიროზე.

პირველად დი კაპრიოს და მორონეს ურთიერთობებზე 2017 წლის ბოლოს ალაპარაკდნენ. შემდეგი წლის გაზაფხულზე კი ისინი ლოს ანჯელესის ქუჩებში ერთად გამოჩნდნენ. აგვისტოში ჰოლივუდის ვარსკვლავმა შეყვარებულთან და მის ოჯახთან ერთად იტალიაში დაისვენა. მაშინ ინტერნეტში გამოჩნდა კადრები, რომლებზეც სელებრითები ზღვაში ერთად ბანაობენ და პლაჟზე ჩახუტებულები სეირნობენ.



წყვილი დღემდე საკუთარი ურთიერთობების აფიშირებას ერიდება. არანაირი ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსელებში ან ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე. თუმცა ისინი პაპარაცების ობიექტივში ხანდახან მაინც ხვდებიან. გასული წლის ნოემბერში Us Weekly–ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ ლეოს და კამილას ძალიან სერიოზული ურთიერთობა აქვთ. წყვილის ახლობლები კი ამბობენ, რომ მალე ისინი დაქორწინებას აპირებენ.

Print
ბოლო სიახლეები