კეტრინ ზეტა–ჯონსი ქალიშვილთან ერთად და სხვა ვარსკვლავები Fendi–ს ჩვენებაზე
პარიზში მაღალი მოდის კვირეული ოფიციალურად დღეს დასრულდა. მოდის ჩვენებების მუდმივმა აუდიტორიამ კი რომში გადაინაცვლა, სადაც საღამოს Fendi-ს დეფილე გაიმართა დიზაინერ კარლ ლაგერფილდის ხსოვნის პატივსაცმეად, რომელიც წელს თებერვალში გარდაიცვალა.

შოუს სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი იყო: კეტრინ ზეტა–ჯონსი ქალიშვილ, კერისთან ერთად, ჯეისონ მომოა, სიუზან სარანდონი და ბევრი სხვა. პოდიუმე კი გამოჩნდნენ კენდის სვეინპოლი, კაია გერბერი, ლიუ ვენი, მარიაკარლა ბოსკონო და ვიტორია ჩერეტი.

ლაგერფილდის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური ჩვენების შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ცნობილი. მართალია ბევრისთვის ლაგერფილდი Chanel–თან ასოცირდება, თუმცა იტალიის დედაქალაქს კაიზერის მოდური მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.



სწორედ აქ გაიმართა მოდის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ეფექტური ჩვენება – 2016/17 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება, რომლის დროსაც პოდიუმად ტრევის ფანტანი გამოიყენეს.

ლაგერფილდისადმი მიძღვნილი ჩვენებისთვის სილვია ვენტურინი ფენდიმ პალატინი აირჩია. ეს არის ერთ–ერთი ცენტრალური ბორცვი, რომელზეც რომია განლაგებული. კოლექციაში სულ 54 ლუქი იყო – იმ 54 წლის პატივსაცმად, რომლებიც ლაგერფილდმა ბრენდს მიუძღვნა.



თავად კოლექცია კი არა მხოლოდ დიზაინერის გახსენება გამოვიდა, არამედ მოდის სახლის მოკლე ისტორიაც. კოლექციაში დიდი ადგილი დაიკავა არა იმდენად ბრენდისთვის დამახასიათებელმა ტყავმა და ბეწვმა, არამედ ფენდის კავშირმა კულტურისა და ხელოვნების სამყაროსთან. კოლექციის პრინტები რომის სასახლეების და ეკლესიების იატაკის მოზაიკებით იყო შთაგონებული.







Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა