“ხარბი გამომძალველი“–გვინეტ პელტროუ სკანდალში ეხვევა
მსახიობი გვინეტ პელტროუ როგორც მოგეხსენებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისტია, მის მიერ დაფუძნებული კომპანია – Goop კი აწარმოებს ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის შესაბამის კოსმეტიკას, კვების პროდუქტებს და სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის საკვებ დანამატებს თუ მაგალითად, ნეფრიტის ვაგინალურ კვერცხებს, რომლებიც თითქოსდა სექსუალურ ცხოვრებას აუმჯობესებს. კომპანიის პროდუქცია არაერთხელ გახდა სკანდალის მიზეზი და მომხმარებლებმა სასამართლოშიც უჩივლეს.

ამჯერად კი უკმაყოფილების მიზეზი Goop–ის მიერ ლონდონში გამართული პირველი გამაჯანსაღებელი სამიტი გახდა. სამიტის მონაწილეების ნაწილმა, რომლებმაც მონაწილეობისთვის 5700 დოლარი გადაიხადეს, უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოთქვეს ღონისძიების გამო. მათი აზრით სამიტი ძირითადად კომპანიის პრდუქტების გასასაღებლად იყო ორგანიზებული და კომპანიამ მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური მოგება ნახა.

“გვინეტი ისე იქცევა, თითქოს ჯანმრთელობის ქალღმერთია, სინამდვილეში კი პრეტენზიული და ხარბი გამომძალველია“ – ასე დაახასიათა გვინეტ პელტროუ სამიტის ერთ–ერთმა მონაწილემ.

“მასთან ურთიერთობა სამიტის მანძილზე პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი იყო. ბუხართან ტვიგის და პენელოპა კრუსს ელაპარაკა, მერე კი ადგა და წავიდა. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი, მაგრამ ჩემი კუმირის მიმართ დიდი იმედგაცრუება დამემართა“– წერს სხვა მონაწილე.



ორდღიანი სამიტი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული აღწერილობის მიხედვით მომხმარებლებს გამაჯანსაღებელ მასტერ კლასებს და სემინარებს სთავაზობდა “სულისთვის,სხეულისთვის და სილამაზისთვის“. მონაწილეებს Goop-ის ძვირადღირებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტის ყიდვასაც სთავაზობდნენ. მათ გაუმასპინძლდნენ ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული კერძებით. ამ ყველაფერში კი 5700 დოლარი გადაახდევინეს. აქედან 1300 დოლარი სასტუმრო Kimpton Fitzroy London–ის ლუქს ნომრებში ცხოვრების ღირებულება იყო უგლუტეინო საუზმის ჩათვლით.

პელტროუს კომპანიაში უარყოფენ, რომ სამიტმა დიდი რაოდენობით მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სამიტში მონაწილეობის ფასი მინიმალური იყო:
“სინამდვილეში რეალური ფასი 8000 დოლარს აღემატებოდა. მონაწილეებს ბევრი უფასო დამატებითი სერვისი შევთავაზეთ, მათ შორის ოქროს ნიღბები სახისთვის, ინფრაწითელი თერაპია ძვირფასი ქვებით, დავურიგეთ 3000 დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ჩანთები. გვინეტმა სამიტი გახსნა, ბუხართან სამი საუბარი და ტრენინგი ჩაატარა. მეორე დღეს კი შეკითხვებს უპასუხა “– ამბობენ კომპანიაში.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა