ჯენიფერ ლოპესის გრანდიოზული დაბადების დღე (ფოტო, ვიდეო)
50 წლის იუბილე ჯენიფერ ლოპესმა მაიამის ფეშენებელურ რაიონში გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. მედიაში დახურული ზეიმის დეტალებმა, ფოტოებმა და ვიდეოებმა გაჟონა.

სპეციალურად წვეულებისთვის ჯენიფერ ლოპესმა ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული ღამის კლუბი იქირავა. მას ვერსაჩეს კაბა ეცვა. დონატელა ვერსაჩემ, რომელიც ლოპესთან წლებია მეგობრობს, ვარსკვლავს კაბა თვითონ შეურჩია და მას “ბერძნული ქალღმერთის სამოსი“ უწოდა.

საღამოს მთავარი სიურპრიზი ჯენიფერ ლოპესის 11 წლის ქალიშვილის, ემას გამოსვლა იყო, რომელიც სცენაზე მამასთან, მარკ ენტონისთან ერთად გამოჩნდა და დედისთვის იმღერა.

წვეულებას თან ახლდა კურიოზებიც – მომღერალს და მსახიობს სტუმრების სიაში ახლო მეგობრის, პოპულარული ტელეწამყვანის, რაიან სიკრესტის შეტანა დაავიწყდა.



“მაიამიში სპეციალურად ჩამოვედი, რომ ჯენისთვის პირადად მიმელოცა დაბადების დღე. მივდივარ დაცვასთან და ირკვევა, რომ სტუმრების სიაში ჩემი გვარი არ არის. ვუმტკიცებდი, რომ ლომ პირადად დამპატიჟა, მცველი კი არ მიშვებდა. “ – განაცხადა შოუმენმა. პრობლემა მას შემდეგ გადაწყდა, რაც სტუმარმა იუბილარს პირადად დაურეკა და კლუბში შეყვანა სთხოვა.

წვეულება დილამდა გაგრძელდა.

“ეს იყო დაუვიწყარო საღამო, ვგრძნობ თქვენს სიყვარულს. ვიხსენებ თქვენს მოლოცვებს და ვტირი. უზომოდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობთ“ – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.

ლოპესმა საკუთარ დაბადების დღეზე ძვირფასი
საჩუქრები მიიღო.



მაგალითად, ქალაქ მაიამის ხელისუფლებამ მას დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა: ამიერიდან ამ ქალაქში 24 ივლისი ოფიციალურად ითვლება “ჯენიფერ ლოპესის დღედ“.
ჩინოვნიკებმა მომღერალს ქალაქის პლაჟის ოქროს გასაღებიც კი აჩუქეს. ჯენიფერი ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.


საქმრომ, ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს წითელი ავტომობილი პორშე კაბრიოლეტი აჩუქა, რომელიც 120 000 დოლარი ღირს. გარდა ამისა, საყვარელ ქალს დილიდანვე შეუქმნა საზეიმო განწყობა. მან სოციალურ ქსელში ამაღელვებელი ვიდეორგოლი დადო მათი ერთობლივი ცხოვრების ამსახველი კადრებით. “შენ ხარ საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო შვილი, საუკეთესო დედა“ – მიმართა ალექსმა საცოლეს.


ინტერნეტში ჯენიფერ ლოპესის საიუბილეო წვეულების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა.


Print
ბოლო სიახლეები