ჯოლის და პიტის უფროსმა შვილმა სამხრეთ კორეის უნივერსიტეტში ჩააბარა
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის უფროსი ვაჟი, მედოქსი რომელიც 18 წლის გახდა ახლო მომავალში ამერიკას დატოვებს და სამხრეთ კორეაში წავა, სადაც სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის – ენსეს ბიოქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ცნობილია, რომ ბიჭი სხვა უნივერსიტეტებშიც ჩაირიცხა, თუმცა თავად აირჩია ენსეში სწავლა, რადგან დიდი ხანია სამხრეთ კორეის კულტურით არის დაინტერესებული და ამ ქვეყნის ენას სწავლობს.

ინსაიდერის ცნობით ანჯელინას შვილთან განშორება უკვე აგვისტოს ბოლოს მოუწევს. ის შვილით ძალიან ამაყობს და ამბობს, რომ მოენატრება, თუმცა კარგად ესმის, რომ ის უკვე დიდია და განშორება გარდაუვალია. მედოქსს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს თავის და–ძმასთან, რომლებიც პერიოდულად
მის სანახავად ჩავლენ. წყარო ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, როგორ უყურებს შვილის სასწავლებლად წასვლას მამა – ბრედ პიტი.


მედოქსი სეულში იცხოვრებს, რომელიც ლოს ანჯელესიდან ათი საათის ფრენით არის დაშორებული. სწორედ ლოს ანჯელესში გაატარა მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი.


თუმცა, კორეა ძალიან ახლოს არის მის ისტორიულ სამშობლოსთან – კამბოჯასთან. სწორედ ამ ქვეყანაში იშვილა ანჯელინამ მედოქსი.




Print
ბოლო სიახლეები