თინა კანდელაკი საბერძნეთში ისვენებს და ინსტაგრამზე საცურაო კოსტუმში გადაღებულ ფოტოებს დებს
წარმოშობით ქართველი რუსი ტელეწამყვანი, რუსული სპორტული ტელეარხის გენერალური პროდიუსერი, თინა კანდელაკი ზაფხულის შვებულებას ქალიშვილ მელანიასთან ერთად საბერძნეთის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტ ჰალკიდიდზე, სიტონიას ნახევარკუნძულზე ატარებს. ის ინსტაგრამზე რეგულარულად დებს სანაპიროზე თუ აუზზე გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მისი თქმით ქალიშვილმა გადაუღო.

პარალელურად თინა რეკლამას უკეთებს მისი კოსმეტიკის ხაზს, რომელიც მზისგან დამცავ კრემებსაც შეიცავს.

ფოლოვერები მისი გარეგნობის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ და ტრადიციულად კითხვებს უსვამენ, როგორ ინარჩუნებს ფორმას.

“კვება საფუძველთა საფუძველია. მთავარია სწორი კვება, რეჟიმი, პროცედურები, კოსმეტიკა, რეგულარულობა. ამას ეხება ჩემი წიგნი. რა უნდა ქნა, როცა ფული არ გაქვს. სწორედ ასე ვიწყებდი მე
და დიდხანს არ მქონდა ცხოვრების ის ხარისხი, რომელზეც ბევრი ლაპარაკობს“–პასუხობს თინა ხელმომწერებს.












Print
ბოლო სიახლეები