სექსის იმიტაცია და პოლიტიკური ხუმრობები: მადონამ ნიუ იორკის კონცერტზე ფანები დაშოკა
რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში მადონას დიდი საკონცერტო ტური დაიწყო, რომლის ორგანიზება მისი ახალი ალბომის, Madame X- ის მხარდასაჭერად მოხდა. პირველი შოუს დეტალები ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორც ირკვევა, 61 წლის მომღერალმა ფანები გააოცა.

მადონა სცენაზე დათქმულ დროზე ბევრად უფრო ადრე გამოვიდა და ამის გამო საკმაოდ გულგრილად მოიხადა ბოდიში. მუსიკალურ ნომრებს შორის შესვენებისას მომღერალი ლუდს პირდაპირ სცენაზე სვამდა და სხვადასხვა თემაზე ხუმრობდა. მაგალითად, ერთ–ერთ მონოლოგში მადონამ ენამწარედ იხუმრა აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით. “რა ქვია ადამიანს პატარა პენისით? დონალდ ტრამპი!“ – მიმართა მადონამ პუბლიკას.

კონცერტზე დამსწრეები ამბობენ, რომ მომღერალი მეტისმეტად თავისუფლად იქცეოდა, საუბრბდა იმაზე, რომ “ყოველ ქალს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, რა უქნას თავის სხეულს“, და სცენაზე სექსის იმიტირებაც სცადა.


რაღაც მომენტში სცენაზე მისი სამი შვილი გამოიყვანა და შვიდი წლის ქალიშვილს, სტელას კითხა, ხომ არ სურდა რამე ეთქვა მაყურებლისთვის. ამის შემდეგ გოგონამ მხარდაჭერა გამოუთქვა მოძრაობას #MeToo, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იბრძვის. სხვათა შორის, კონცერტის დაწებამდე მადონამ მაყურებელს შოუს ტელეფონით გადაღება აუკრძალა, და მიზეზად ის დაასახელა, რომ სურდა “ყოველი მაყურებლისთვის თვალებში ჩაეხედა“, ამიტომაც ინტერნეტში ტურის ფარგლებში გამართული მისი პირველი კონცერტის მხოლოდ რამდენიმე ფოტო მოხვდა.



Print
ბოლო სიახლეები