ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ, 11 ოქტომბერს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. დეპუტატს ბრალი წარუდგინეს, თავად ჯიშკარიანი ბრალდებებს უარყოფს.
Print
ბოლო სიახლეები