მოზარდს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ეკეთა - ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან



12 წლის ბიჭი, რომელსაც მეტრო  „გოცირიძესთან“სამგზავრო მატარებელი დაეჯახა ღრმა კომაშია.მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ექიმების შეფასებით, სტაბილური, თუმცა მძიმეა.  მას თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ცნობილი გახდა, მოზარდს, შეჯახების მომენტში  ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგონა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლიდან ბრუნდებოდა და ის მარტო იყო.  თვითმხილველთა თქმით, მემანქანე დიდი ხნის განმავლობაში აძლევდა საყვირს, მატარებლის სვლაც შეანელა, მაგრამ შეჯახების თავიდან არიდება ვერ შეძლო.
Print
ბოლო სიახლეები