უსაფრთხოების მიზნით, თბილისის კინოთეატრებში And Then We Danced-მდე დაგეგმილი სხვა ფილმი მოიხსნება
თბილისის კინოთეატრებში And Then We Danced-ის ჩვენებამდე უსაფრთხოების მიზნით სხვა ფილმი მოიხსნება, რომელიც პრემიერამდე უნდა გასულიყო.

ფილმის პრემიერა 8-9-10 ნოემბერს გაიმართება, სეანსები კი 19:30 საათიდან იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება.

როგორც კინოთეატრებში აცხადებენ, ყველა ფილმი დაგეგმილ დროს გავა და მხოლოდ And Then We Danced-მდე წინა ფილმის სეანსი მოიხსნება.

ლევან ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.

ფალავანდიშვილმა ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტების შესახებ განაცხადა, მათ შორის იყო დარბაზის წინასწარ დაკავება და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირება.

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთში მოღვაწე რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა.

"და ჩვენ ვიცეკვეთ" ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.
Print
ბოლო სიახლეები