9 აპრილს გენერალმა როდიონოვმაც დილის 5 საათზე დაიწყო დარბევა-დეკანოზი თამაზ ლომიძე
დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე  განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და დილის 5 საათზე მომიტინგეების დარბევა 9 აპრილის მოვლენებს შეადარა.

"დილის 5 საათზე, სპეცრაზმის გამოყენებებით რატომ უნდა დაარბიო შენი მოქალაქეების აბსოლუტურად მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და ღამენათევ, გათოშილ ხალხს გაყინული წყლის ჭავლი მიასხა, ყოვლად გაუგებარია ჩემთვის.

არც ერთი მთავრობა არ მოქცევია ხალხს ასე პანიკურად მოუთმენლად, თვით კომუნისტებიც კი გაცილებით დიდ ხანს აცლიდნენ ადამიანებს პროტესტის გამოხატვას. ისე, 9 აპრილს რუსმა გენერალმა როდიონოვმაც დილის 5 საათზე დაიწყო დარბევა. საკუთარი ხალხისადმი ასეთი არაადამიანური და ხისტი მოპყრობა იწვევს სამართლიან და უფრო მძლავრ პროტესტს თავისუფალ ადამიანებში და ეს უნდა ესმოდეს ამ ხელისუფლებას"-წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
Print
ბოლო სიახლეები