„გილოცავთ იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ჰქვია“ - ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს
მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის შეძენას სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.

„გილოცავთ ბატონო ბიძინა!!!
გილოცავთ პირველ შვილიშვილს და გილოცავთ იმ ბედნიერებას, იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ქვია. ვიცი რასაც გრძნობთ ეხლა და როგორი ბედნიერები ხართ,ისიც ვიცი რა სიხარული გელოდებათ წინ ყოველდღე, როცა რწმუნდები, რომ მამასთან ერთად ბაბუა გახდი და უფრო მეტად გიხარია ყველაფერი რაც მის ირგვლივ ხდება.
ნანახი მაქვს როგორი ბედნიერები იყვნენ პირველი დღიდან როცა ბებია ბაბუა გახდა ჩემი მშობლები!!!
გილოცავთ ბატონო ბიძინა და ჩვენებურად დაგილოცავ!!!!
ჯანმრთელობა ტანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს გამბედნიერებელს!!!
რაც მე ვერ დაგილოცოთ ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ!!!
წმინდა გიორგის ძალა და მარიამის კალთა ფარავდეს მუდამ თქვენს პატარა სიხარულს!!!“, - წერს ზაზა სარალიძე.



Print
ბოლო სიახლეები