ჯანდარის ტბაში ორ მამაკაცს ეძებენ
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაში 2 მეთევზეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მეთევზეების ნავი წყლის დინებამ წაიღო. ერთ-ერთმა მეთევზემ 112-ში დარეკვა მოასწრო და დახმარება ითხოვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ორ მამაკაცს ამ წუთებშიც ეძებენ. სპეციალისტები ადგილზე სამძებრო სამუშაოებს ტბაში ნავით აწარმოებენ.
Print
ბოლო სიახლეები