ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფერნი ჩაერთო
ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფერნი ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

„ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი. ასევე, ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ საქმეზე სწრაფი რეაგირების ბაზის 5-კაციანი ეკიპაჟი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მაშველებთან ერთად იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარებისა და კოორდინაციის ცენტრის ექიმები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები“,- ნათქვამია განცხადებაში.


​ჯანდარის ტბასთან იმყოფებიან დაკარგული მამაკაცების ახლობლებიც. მათი თქმით, კაცები  ჯანდარაში სანადიროდ ჩამოვიდნენ, ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. 

ტბაზე სულ სამი მამაკაცი იყო. მესამე  ნაპირზე იმყოფებოდა. სწორედ მან დაინახა, თუ როგორ გაიტაცა ნავში მჯდომი მამაკაცები დინებამ და დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს მიმართა.


Print
ბოლო სიახლეები